ორმა შეიარაღებულმა პირმა ინკასატორი დააყაჩაღა ორმა შეიარაღებულმა პირმა ინკასატორი დააყაჩაღა />


  15:34:05     03-06-2013

ორმა შეიარაღებულმა პირმა ინკასატორი დააყაჩაღა

a24874.jpg

ყაჩაღობა მოხდა თბილისში. ცოტა ხნის წინ, ინკასატორი ორმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.

"მას თავს დაესხნენ, ჩანთა წაართვეს და გაიქცნენ. აღმაშფოთებელია, როცა დღისით ასეთი დანაშაული ხდება. სად არის პოლიცია?", - კითხულობენ მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. 

ამ მომენტისთვის პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს. სამართალდამცველებმა, დამნაშავეების დაკავება ჯერჯერობით ვერ შეძლეს. 

აღსანიშნავია, რომ დღესვე, დაახლოებით 12 საათისთვის, შეიარაღებული ყაჩაღობა მოხდა დიდუბეშიც. დამნაშავეებმა აფთიაქი დააყაჩაღეს. 

0

ავტორი: