ევროპარლამენტარი მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს ევროპარლამენტარი მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს />


  11:34:33     03-06-2013

ევროპარლამენტარი მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

a24868.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო, ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უცხოელი მაღალჩინოსნების კრიტიკა იზრდება.

ევროპარლამენტის წევრი, „ევროპელ ხალხთა პარტიის“ წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კოჰაბიტაცია ვერ შედგა.

კრჟიშტოფ ლისეკი: „ ვანო მერრაბიშვილი  ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება. იმედი მაქვს პრემიერ ივანიშვილის მთავრობა მისი ნახვის შესაძლებლობას მომცემს.  დეგაციასთან ერთად ვაპირებ  შევხვდე პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს - დავით ბაქრაძესა და გიორგი ბარამიძეს.

ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის გარკვეული დაძაბულობაა. ევროპარლამენტის დელეგაცია იმედოვნებს, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვას დასვამს, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება მხოლოდ მაშინ თუ თანამშრომლობა და კოჰაბიტაცია შედგება“.

როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილის მონახულების თხოვნით, მან იუსტიციის მინისტრ თეა წუუკიანს უკვე მიმართა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კრჟიშტოფ ლისეკმა რუსეთის მიერ ოკუპაციის ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ამ საკითხზე  ჩემი მოსაზრება იგივეა, რაც ევროპარლამენტის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს იმ სახით, როგორც ევროპის რუკაზეა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც საერთაშირისო კანონს ეწინააღმდეგება", - დანაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

0

ავტორი: