ოკუპანტები ახალ ქართულ სოფლებს იპყრობენ, თავდაცვის მინისტრი კი ევროპაში გულაობს ოკუპანტები ახალ ქართულ სოფლებს იპყრობენ, თავდაცვის მინისტრი კი ევროპაში გულაობს />


  12:40:52     31-05-2013

ოკუპანტები ახალ ქართულ სოფლებს იპყრობენ, თავდაცვის მინისტრი კი ევროპაში გულაობს

a24861.jpg

საზოგადოება შიშობს რომ რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის 300 მეტრით გადმოწვევა მცოცავი ოკუპაციის გააგრძელებაა. სოფელ დიცისა და დვანის მოსახლეობა საცხოვრებლების დაცლით იმუქრება და ქვეყნის მთავრობას აქტიური ღონისძიებების გატარებას სთხოვს. 

მეორე დღეა არ წყდება პროტესტი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიმართ. საზოგადოება სვამს ლეგიტიმურ კითხვას რატომ გავიდა თავდაცვის მინისტრი შვებულებაში, როდესაც საოკუპაციო ხაზი რუსმა სამხედროებმა 300 მეტრით გადმოწიეს ?

„სახალხო კრების“ წევრის ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, ალასანიას შვებულება „პოლიტიკური ფანდია“. ამირეჯიბი დარწმუნებულია, რომ შვებულებიდან დაბრუნებულ მინისტრს პოლიტიკური ცხოვრებიდან „ჩააჩოჩებენ“.

„რაღაცაშია საქმე, როცა თავდაცვის მინიტრი ასეთ დრო დასასვენებლად მიდის, რომ ჩამოვა მაგას ალბათ, ჩააჩოჩებენ...მე ვფიქრობ, ეს რაღაც პოლიტიკური ფანდია, ივანიშვილი მაგას ახლა შვეულებაში არ გაუშვებდა.

სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა? ირაკლის ჩამოშორება უნდათ ამ ბატალიებიდან და ეგეც ძალიან კარგ მიზეზებს იძლევა...ჩვენ ბევრი მინისტრი გვინახავს შვებულებაში წასული, როცა კრიტიკული მომენტები იყო, მაგრამ ისინი მერე კარგად ჩაუჩოჩებიათ“,- აცხადებს ამირეჯიბი გაზეთ "ალიასთან" საუბარისას.

როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია, ირაკლი ალასანია შვებულებაში გავიდა. მინისტრის საქართველოში დაბრუნების თარიღი უცნობია.  თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძეც იმყოფება.

ლაშა ამირეჯიბის მოსაზრებას პრემიერსა და ყოფილ ვიცე პრემიერს შორის არსებული დაპირისპირებაც ამყარებს. როგორც ჩანს, ოლიგარქმა ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა არ აკმარა და მისი პოლიტკური ცხოვრებიდან გაქრობა აქვს განზრახული. 

პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ალასანიას  არჩვენებამდე სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერებში გამოთქმულ ეპითეტებს ვერ პატიობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დაპირისპირებისა და შიდა გარჩევების  შემდგომ, ირაკლი ალასანიია ხელისუფლებას ჩამოაშორონ.  

კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა  უდროო დროს დაგეგმილი შვებულებაც გახდეს. მართლაც, წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა რუსი მესაზღვრეები ახალ ქართულ სოფლებს იპყრობენ, თავდაცვის მინისტრი ალასანია, მეუღლესთან ერთად უცხოეთში გულაობს.

0

ავტორი: