ლექსო თამაზაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მეგობარი სამაშველო სამსახურის უფროსად მუშაობს ლექსო თამაზაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მეგობარი სამაშველო სამსახურის უფროსად მუშაობს />


  12:40:39     30-05-2013

ლექსო თამაზაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მეგობარი სამაშველო სამსახურის უფროსად მუშაობს

a24848.jpg

მართალია შინაგან საქმეთა მინისტრი ტელევიზიების დასანახად აცხადებს, რომ მეუღლის ოჯახის წევრებს ნათესავებად არ აღიქვამს, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.  ნეპოტიზმი ჰყვავის შინაგან საქმეთა სამინისტროში. თამაზაშვილების ახლობლებმა ამ უწყებაში ფეხი გვარიანად მოიკიდეს.

თბილისის პოლიციის უფროსად  ლექსო ჭიკაიძე დაინიშნა,  რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის - პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის უახლოესი მეგობარია. თამაზაშვილის კიდევ ერთი მეგობარი დაინიშნა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად.

თავის მხრივ, ლექსო თამაზაშვილი, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ირიცხება. მისი საპარლამენტო ცხოვრება ჟურნალისტებისთვის უცნობია, როგორც ჩანს, თამაზაშვილი მხოლოდ ღილაკზე თითის დამჭერთა სიაში ირიცხება. 

მისი სახელი, საზოგადოებამ, ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის საშუალებით გაიგო. 

დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მძღოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა წლების წინ, თელავში, შს მინისტრის ამჟამინდელი მეუღლის სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მოხდა. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ლექსო თამაზაშვილმა, საკუთარი დის ბანკეტზე ჩხუბი ატეხა და ე.წ ხელყუმბარა ისროლა, რის შემდეგაც გარდაიცვალა სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მძღოლი. გვარად სიმონიშვილი. 

წყარო ჰყვება, რომ მკვლელობას თამაზაშვილის ქალიშვილი და მისი კლასელებიც შეესწრნენ, თუმცა, კახეთის სამხარეო პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა მკვლელობის საქმე ჩაფარცხა და დაღუპული ოჯახის წევრები დააშინა. 

წლების შემდეგ თამაზაშვილები ოჯახში, ირწმუნებიან, რომ დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს მომხდართან არანაირი შეხება არ ჰქონია და გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლებს უკავშირებენ. 

ლექსო თამაზაშვილი კი ჩვულ რეჟიმში აგრძძელებს მეგობრებისთვის პოსტების დარიგებას. 

მაგალითად, „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, თამაზაშვილის მეგობარი თემურ მეტრეველი დაინიშნა თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსად.

ამ უკანასკნელმა, სამართალდამცველთა ინფორმაციით, 2 წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილი მოკლა (თემურ მეტრეველის ცოლის ძმა და ლექსო თამაზაშვილის მეგობარია კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი, დიმიტრი მაისურაძე).

2010 წლის შემოდგომაზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ თეიმურაზ მეტრეველი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მეტრეველი ციხიდან 2011 წელს გაათავისუფლეს.

0

ავტორი: