უმცირესობა, პოლიტიკური რეპრესიების გამო, პარლამენტს ტოვებს უმცირესობა, პოლიტიკური რეპრესიების გამო, პარლამენტს ტოვებს />


  18:16:28     29-05-2013

უმცირესობა, პოლიტიკური რეპრესიების გამო, პარლამენტს ტოვებს

a24846.jpg

უმცირესობა პარლამენტს ტოვებს. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს, თუმცა, ამ ეტაპზე სხდომებს არ დაესწრება. ოპოზიცია, ამ ფორმით, ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებს და ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს.

"როცა პოლიტიკური ნიშნით აკავებ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ დემოკრატიას, არამედ სახელმწიფოებრიობას", - აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

ოპოზიციის წარმომადგენლები, ისევე როგორც საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, მერაბიშვილის დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად აღიქვამენ. 


0

ავტორი: