ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მერაბიშვილის დაკავების გამო შეშფოთებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მერაბიშვილის დაკავების გამო შეშფოთებულია />


  13:29:41     29-05-2013

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მერაბიშვილის დაკავების გამო შეშფოთებულია

a24843.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ ისაუბრა.  

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დაკავებების სერიით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, ჩვენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მისამართ არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. 

არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს ის. შესაბამისად, შეწუხებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც ხორციელდება ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა რამდენიმე ხანში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს და არ გვინდა ამ საკითხზე შენიშვნები გაჩნდეს. ჩვენ მივესალმეთ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს და მივესალმებით იმას, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საღამოსვე აღიარა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

მივესალმეთ იმასაც, რომ ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება", - განუცხადა ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ მინიონმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭო ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება თუ როგორ ჩატარდება საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები.

0

ავტორი: