ვანო მერაბიშვილს ბრალი „მულტფილმით“ დაუმძიმეს ვანო მერაბიშვილს ბრალი „მულტფილმით“ დაუმძიმეს />


  17:27:29     28-05-2013

ვანო მერაბიშვილს ბრალი „მულტფილმით“ დაუმძიმეს

a24836.png

26 მაისის უკანონო და აგრესიული მიტინგის დაშლისთვის შს ყოფილ მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმეს. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის ორგანიზებული მიტინგი, რომელიც არასანქცირებული იყო და მიზნად დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმის ჩაშლას ისახავდა, პლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. მიტინგზე იმყოფებოდნენ ხელჯოხებითა და ფარებით შეიარაღებული აგრესიული ადამიანები. ისინი, ისევე როგორც ბურჯანაძე, აცხადებდნენ რომ ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ.

მიტინგის დაშლისას, გაქცეული ბურჯანაძის ესკორტი დაეჯახა პოლიციელს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ ძალის გამოყენებისას დაშავდნენ მომიტინგეები და ჟურნალისტები.   

„პროკურატურამ საგამოძიებო ნაწილში დაასრულა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ეპიზოდის გამოძიება. შესაბამისად, იგი ცნობილია ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს გამართული აქციის დაშლა დაიგეგმა ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, რომლის რეალური მიზეზი იყო აქციის მონაწილეების დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება.

აღნიშნულის შესასრულებლად, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, პარლამენტის შენობის, კინოთეატრ რუსთაველისა და სხვა მიმდებარე ქუჩები. 00.10 წუთზე, მერაბიშვილის მითითებით, სპეციალურმა დანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბრიფინგზე, პროკურატურის წარმომადგენელმა გვაჩვენა გაურკვეველი „მულტფილმი“, რომელიც მისი მტკიცებით, „ნათლად ასახავს მერაბიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს“.

პროკურატურის „მულტფილმმა“, მედიის წარმომადგენლებს შორის სიცილი გამოიწვია.

მთავარი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის დადგმული „მულტფილმი“ განხილვის თემაა სოციალურ ქსელებშიც. 

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილი, პროკურატურის ხელმძღვანელებსა და მათ „მულტფილმს“ საჯაროდ დასცინის.

0

ავტორი: