ახალგაზრდებმა ივანიშვილის სასახლესთან შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ ახალგაზრდებმა ივანიშვილის სასახლესთან შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ />


  12:33:13     28-05-2013

ახალგაზრდებმა ივანიშვილის სასახლესთან შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

a24830.jpg

სტუდენტთა, არასამთავრობოთა და უფლებადამცველთა ნაწილმა, ივანიშვილის პირადი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შესაძლოა შიმშილობა დაიწყოს.

გამორიცხული არაა, რომ ორმოცდაათამდე ახალგაზრდამ, რუსეთში ფულებნაშოვნი პრემიერის სასახლესთან კარვები გაშალოს და ოპოზიციის ლიდერის, ერთ-ერთი ყველაზე რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უვადო შიმშილობით გააპროტესტოს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის მითითებით, მორჩილმა პროკურატურამ დააპატიმრა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რითაც საფუძველი დაუდო საქართველოს უკრაინიზაციას. 

უკრაინაში, პრორუსმა იანუკოვიჩმა, გაპრეზიდენტებისთანავე დააპატიმრა ექს-პრემიერი ტიმოშენკო, მოგვიანებით კი ოფიციალურად განაცხადა უარი ნატოზე. შედეგად, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების გამო, უკრაინამ საერთაშორისო იზოლაცია მიიღო. 

როგორც ჩანს, რუსეთში გამდიდრებული ივანიშვილი იანუკოვიჩის მაგალითს იმეორებს. 


0

ავტორი: