„ციხის თანამშრომლების მიერ მოკლული ლევანის ცხედარს სუბარის კაბინეტთან დავასვენებთ“ „ციხის თანამშრომლების მიერ მოკლული ლევანის ცხედარს სუბარის კაბინეტთან დავასვენებთ“ />


  20:11:44     27-05-2013

„ციხის თანამშრომლების მიერ მოკლული ლევანის ცხედარს სუბარის კაბინეტთან დავასვენებთ“

a24824.jpg

ციხეში მოკლული პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის გასამართლებას ითხოვს. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში დასახიჩრებული პატიმრის მამიდა, ხათუნა კორტავა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი „პროფესიონალმა ქოლერებმა“ წამებით მოკლეს.

ჭირისუფალი აცხადებს, რომ ცხედარს  დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე არ დამარხავს. კორტავების ოჯახის განცხადებით, ცხედარს ფოთიდან თბილისის მიმართულებით წამოასვენებენ და სუბარის უწყების წინ დაასვენებენ.

ხათუნა კორტავა: ბავშვი, პროფესიონალი სადისტის მოკლულია. 24 წლის ახალგაზრდა, სასიკვდილოდ ციხის ადმინისტრაციამ გაიმეტა. მას არც ერთი მალა არ აქვს მთელი, ხერხემალში გადატეხილ, კისერმოგრეხილ, ცხვირ-პირ ჩამტვრეულ შვილს დავტირი.

ჩემი შვილის მკვლელები ციხის ადმინისტრაციის წევრები არიან, ვითხოვ მათ დასჯას. არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური სადისტების  ნაწამებია.

სუბარი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. რას შეეხება მეორე ვერსიას, თითქოს პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბისას სასიკვდილოდ დაშავდა ჩემი შვილი, ესეც მტკნარი სიცრუეა. თუ შხლა-შემოხლა იყო, სად იყო ციხის ადმინისტრაცია ეძინა, თუ ქეიფობდნენ?

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ რას ითხოვთ?

- ომბუცმენთან შეხვედრას და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვითხოვ. მიწას მანამდე არ მივაბარებ ლევანს, ვიდრე ეს საქმე ობიექტურად არ იქნება გამოძიებული, სანამ მკვლელები სათანადოდ არ დაისჯებიან და სუბარი პასუხს არ აგებს. 

- სორაზ სუბართან ხომ არ გიცდიათ დაკავშირება ან იქნებ პირადად შეგხვდათ, გესაუბრათ, მოგისამძიმრათ...

- არანაირი გამოხმაურება არ მომხდარა. პირიქით სუბარი მომხდარის შესახებ აბსურდულ, დეგენერატულ განცხადებებს აკეთებს. ამ იდიოტობებს იმიტომ იძახის, რომ ეშინია. ის თავის დროზე იყო სახალხო დამცველი და კარგად მოეხსენება, რა მდგომარეობა იყო და არის ციხეებში.

ალბად ახლა ასე აწყობს. გამამწარა მისმა განცხადებებმა, 2 წლის ბავშვი არ იტყვის ასეთ აბსურდს. სუბარი არის ჩამოყალიბებული იდიოტი. მინდა პირადად სუბარის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. იმის მაგივრად რომ სამძიმარი გამოეცხადებინა, გამოდის ტელევიზიით და ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. კანონი მის ხელშია, თუმცა რეალური დამნაშავეები არ ისჯებიან. უდანაშაულო პატიმარზე ნუ შეიხოცავენ ხელს. დაისაჯონ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პასუხი აგოს მინისტრმა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხის თანამშრომლების მიერ ლევანის ცხედარს თბილისში წამოვასვენებთ და სუბარის კაბინეტთან დავასვენებთ“. 

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა.

პირველ განცხადებაში სამინისტრო პატიმარ კორტავას გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორებას ასახელებდა. თუმცა, ოჯახის გამოხმაურებისა და საზოგადოების რეაქციის შემდეგ, სუბარის უწყებამ პატიმრის გარდაცვალების ვერსია შეცვალა და  გარდაცვვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტი დაასახელა.

0

ავტორი: