14:02:52     27-05-2013
ოკუპანტებმა 300 მეტრით გადმოიწიეს

შიდა ქართლში, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებული საზღვრიდან 300 მეტრით გადმოიწიეს. ოკუპირებული სივრცის გაზრდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა. მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. პოლიციის განცხადებით, "რუსმა მესაზღვრეებმმა 300 მეტრით გადმოიწიეს და მავთულხლართების გავლება დაიწყეს".
"შსს ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარ ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვეების მხრიდან" - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ.
ჯერჯერობით, განცხადებები არ გაუკეთებიათ შს მინისტრსა და პრემიერ მინისტრს. როგორც ჩანს, რუს ოკუპანტებს საქართველოს დასაპყრობად, ტანკიც კი აღარ სჭირდებათ.
0