ივანიშვილს რომანოვების სასახლის მიტაცებაში ამხელენ ივანიშვილს რომანოვების სასახლის მიტაცებაში ამხელენ />


  13:09:52     27-05-2013

ივანიშვილს რომანოვების სასახლის მიტაცებაში ამხელენ

a24816.png

ივანიშვილი ლიკანში, რომანოვების სასახლის მისაკუთრებაშია მხილებული. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

თარგამაძის განცხადებით, ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის „დაჩას“ უწოდებდა, დღეს პრემიერის საკუთრებაშია. 

სხვათაშორის, ანალოგიური ბრალდებით სულ რამდენიმე დღის წინ,  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი  დააკავეს. თუმცა, როგორც ჩანს, ის, რაც არ ეპატიება მერაბიშვილს, ივანიშვილისთვის დასაშვებია!

თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამხარეო უფროსი, რევაზ მუმლაძე მეუღლესთან ერთად რომანოვების სასახლეში იმყოფებოდნენ. 

მათთან ერთად იყო გიორგი საღინაშვილი, რომელიც "ჰერმესის" დირექტორად მუშაობდა, დარღვევების გამო პატიმრობაში იმყოფებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი საღინაშვილი გაათავისუფლეს", - აღნიშნა გივი თარგამაძემ. 

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ლიკანში არსებულ რომანოვების სასახელს თავის დაცვის ყოფილ უფროსს არ აჩუქებდა. 

"ჩვენ გვესმის, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის იქნება, სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, რუსეთის ამჟამინდელ მეფეს - პუტინს ყოფილი მეფის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მიიღებს", - განაცხადა გივი თარგამაძემ. 

თარგამაძე აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილს საქართველოში რეალურად არაფერი გაუკეთებია: "თუ რამე დახარჯა, ამ სახით ინაზღაურებს. ეს კაცი საქარათველოში მოსულია ფულის საკეთებლად".

0

ავტორი: