12:09:41     26-05-2013
მისი ხატია სიმამრი

პოლიციამ თბილისის კრიმ-პოლის ყოფილი უფროსი, ზაზა ჭაია და თბილისის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ კვინიკაძე დააკავა.
ოფიციალური მიზეზი: ჭაიამ და კვინიკაძემ იაღარი ჩაუდეს შს მინისტრის პატივცემულ სიმამრს, კახა თარგამაძის კადრს, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს, თამაზ თამაზაშვილს.
მათ ასევე ბრალად უნდა წარედგინოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თუმცა პროკურატურას, კვინიკაძე-ჭაიასთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.
ზაზა ჭაიამ გუშინ განაცხადა, რომ შს სამინისტროდან, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ - თუ რომელიმე მათგანი თავის თავზე არ აიღებდა ღარიბაშვილის პატივცემული სიმამრისთვის იარაღის ჩადებას, ყველას დაიჭერდნენ.
ჭაიამ პროკურატურასაც მიმართა... თუმცა, მორჩილმა პროკურატურამ, რომლის რეალური უფროსი არა კბილაშვილი, არამედ ნაცვლიშვილია, შს სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელების მიერ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება არ მოახდინა.
„შს მინისტრი ღიად აკმაყოფილებს თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის შურისძიების ჟინს“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ.
„მაშინ როდესაც გაიზარდა კრიმინალი, შს მინისტრი რეაგირებს არა ასეთ დანაშაულობებზე, არამედ საკუთარი სიმამრის შურისძიების დაკმაყოფილებაზე“, - აღნიშნა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა.
შს სამინისტროში, უსიმამრეს თამაზ თამაზაშვილის ფაქტორი მუდმივი განხილვის თემაა. უსიმამრესი თამაზაშვილი გეგმავს და ახორციელებს სპეცოპერაციებს კახეთში, ნიშნავს კადრებს, ათავისუფლებს პოლიციელებს... „ის არის დღეს შს სამინისტროს ფაქტობრივი ბოსი“, - ამბობენ პოლიციის მაღალჩინოსნები.
0