„24 წლის პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ წამებით მოკლა. სუბარი მკვლელობის თანამონაწილეა“ „24 წლის პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ წამებით მოკლა. სუბარი მკვლელობის თანამონაწილეა“ />


  13:45:57     24-05-2013

„24 წლის პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ წამებით მოკლა. სუბარი მკვლელობის თანამონაწილეა“

a24806.jpg

სოზარ სუბარის მისამართით პრეტენზიები არ წყდება. მინისტრს, კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ადანაშაულებს. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა წამებით მოკლა. 

ოჯახი სოზარ სუბარის უწყებასა და მინისტრს, პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც სდებს ბრალს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მისი ძმისშვილი სასტიკად ნაწამებია და ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციამ აწამა. 

"არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. სამინისტრო და მინისტრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოკლეს და ნუ იტყუებიან", - განაცხადა ხათუნა კორტავამ.

მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაშავებული აქვს. "სასტიკად ნაწამებია, წყლიანი ბოთლებით არის ნაცემი.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში ვარ და ექსპერტიზის საშუალება ოჯახს არ გააჩნია. ვთხოვთ სახალხო დამცველს, დაგვეხმარეოს.  დღეს მე ვარ გამწარებული და ჩემსავით ხვალ და ზეგ სხვები გამწარდებიან. მიცვალებულს არ დავმარხავ მანამ, სანამ სიმართლეს არ დავაფიქსირებ", - აცხადებს გარდაცვლილის მამიდა. 

„24 წლის პატიმარი, ლევან კორტია, კარგი ადამიანი, ციხის ადმინისტრაციამ წამებით მოკლა. სუბარი მატყუარა და მკვლელობის თანამონაწილეა. ტყუილებს ავრცელებს. მას ამ სისხლს არავინ შეარჩენს, პასუხს აგებს იმაზე, რაც მოხდა“, - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილი პატიმრის ნათესავებმა. „პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მალევე გაავრცელებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ 24 წლის პატიმარი კიბეზე შემთხვევით დაგორდა და მიღებული დაზიანებისგან გარდაიცვალა.

თუმცა, როცა გარდაცვლილის ოჯახმა 24 წლის ლევან კორტიას გარდაცვალების დეტალები გაარკვია და საჯარო გახადა, მინისტრმა ვერსია შეცვალა და განაცხადა, რომ მსჯავრდებული პატიმრებს შორის მომხდარ ჩხუბს შეეწირა.

გამოყენებულია ინტერპრესნიუსის ინფორმაცია

0

ავტორი: