რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა />


  20:42:57     23-05-2013

რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა

a24802.jpg

რამდენიმე საათის წინ, საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში. ახმეტელის ქუჩაზე, ერთ-ერთმა პირმა მშობლები ცივი იარაღით დახოცა. ცხედრები ოჯახის ნათესავმა იპოვა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეზობლები ეჭვმიტანილს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ასეთი საზარელი მკვლელობის საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავში კიდევ ერთი მძიმე დანაშაული მოხდა. ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა მამამ ორი თვის შვილი მეორე სართულიდან გადმოაგდო. ბავშვი დაიღუპა. დაკავების შემდეგ, მამამ განაცხადა, რომ შვილი ღმერთს შეწირა.  

0

ავტორი: