გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა  შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს? გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს? />


  15:44:21     23-05-2013

გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?

a24797.jpg

ივანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით არცთუ კმაყოფილი ჩანს. მართალია, გარეგნულად  პრემიერი ღარიბაშვილის მისამართით ნდობას აფიქსირებს, თუმცა შიდა სამზარეულოდან კულუარული  ინფორმაცია ჟონავს, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა.  პრემიერის  უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ გელა ხვედელიძის ფაქტით არ დაწყებულა.

ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის  დისშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნეს, რომელიც პირდაპირ ღარიბაშვილს ექვემდებარება. თამაზაშვილების ოჯახთან პრემიერს არცთუ სასიამოვნო „ასოციაციები“ აქვს.

თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გახმაურებულ  ინფორმაციას მოვიშველიებთ, ციხის ე.წ. კადრები ივანიშვილმა მაღალ თანხად შეიძინა .  ეს ასე იყო თუ არა, გადახდილი მილიონების თემის ამბავი ზედმიწევნით სწორედ თამაზაშვილებმა იციან.

„სიმამროვიჩის“ საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილო ივანიშვილი, როგორც შსს-ს კულუარებში ამბობენ,  მის შემცვლელად თავისი დაცვის ყოფილ წევრს, ვახტანგ გომელაურს  ამზადებს.   

როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირად საუბარში უყვება, შსს-ში, განსაკუთრებით გელა ხვედელიძის დაკავების შემდგომ საყოველთაო  დემორალიზაციის ნიშნებია.

ის, რომ ივანიშვილი ცდილობს შსს აკონტროლოს, კიდევ ერთი მინიშნებაა: ბოლო დროს გამოთავისუფლებულ პოსტებსა და საკვანძო ადგილებზე „ქართუ ბანკის“  ყოფილი თანამშრომლები  ან პირადად ივანიშვილის დაცვის წევრები ინიშნებიან.

ერთი ასეთი საკადრო შედევრი,  შს მინისტრის მოადგილედ ვახტანგ გომელაურის დანიშვნაა, რომელიც ცოტა ხნის წინ პირადად პრემიერის ბრძანებით დანიშნეს.

2013 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს პრემიერი და მთავრობის წევრები თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ ოფიციალური ვიზიტის შემადგენლობაში ვახტანგ გომელაურიც იყო, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის დაცვის უფროსის მოადგილე. გომელაური ერთაერთი მაღალჩინოსანია შსს-ში, რომელიც პირადად პრემიერის ბრძანებით დაინიშნა.

გომელაურით პრემიერი განსაკუთრებით კმაყოფილი 17 მაისის აქციის შემდგომ დარჩენილა. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილი აქციის  განეიტრალებისთვის  სპეცდანიშნულების საშუალებების, წყლის ჭავლის გამოყენების მომხრე იყო, გომელაური კი - არა.

ამ ვერსიას რომ არც დავუჯეროთ, ივანიშვილის გაღიზიანება ღარიბაშვილის მისამართით კიდევ ერთ ფაქტს მოჰყვა: როცა ღარიბაშვილმა მისი მარჯვენა ხელი და ბანკი ქართუს“ თანამშრომელი ზურაბ ტომარაძე  დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა, რომელსაც მალე ერთ-ერთ ბარში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა და როგორც ამბობენ,  ხელშეხვეული დადიოდა სამსახურში.  

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტომარაძე დაცვის პოლიციიდან მოხსნეს და იმ ადგილას ღარიბაშვილის მოადგილეს, ალეკო ტაბატაძეს ამისამართებენ. თუ რატომ ტაბატაძეს, ესაც არაა ძნელი მისახვედრი, „პრესა. ჯი“ ამაზე უკვე წერდა, რომ ალეკო ტაბატაძე, რომელიც უშუალოდ ღარიბაშვილის დანიშნულია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირგლივ აგორებულ სკანდალში გაება და  პრემიერმა მისი მოხსნა მოითხოვა, თუმცა ღარიბაშვილი ტაბატაძეს გამოექომაგა, ამიტომაც ახლა იძულებულია, რომ მის მიყვანილ მოადგილეს სადმე  ადგილი მოუძებნოს.

კიდევ ერთი ფაქტი ღარიბაშვილის საწინააღმდეგოდ, ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, გაარკვიოს, ვინ გაუწია რეკომენდაცია მცხეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე გიორგი დარჯანიას დანიშვნას, რომელიც კორტებთან მისი შვილის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა.  

მისივე განცხადებით, "ელიტაბურჯის" დაყადაღების საქმეს უშუალოდ დარჯანია ხელმძღვანელობდა. არჩევნებამდე ის იყო ისნის პოლიციის სამმართველოს უფროსი და თანამშრომლებს მოქალაქეების პირადობის მოწმობების მიტანას სთხოვდა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა შალვა წიკლაურმა ამაზე უარი განუცხადა და სამსახურიდან  გაათავისუფლაო. აღნიშნულს  "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი მერაბ ქათამაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მცხეთის პოლიციის ახალი უფროსი გიორგი დარჯანია 2009 წელს თითქოსდა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ერთ-ერთი ცრუ მოწმე იყო.

რამდენიმე თვის წინ მსგავსი ბრალდებები გაისმა სხვა რაიონების პოლიციის უფროსებზეც, ასევე შსს-ს მაღალჩინოსნების - კრიმინალური პოლიციის უფროს დავით ბედიას, მისი მოადგილის - გია კიკალიშვილისა და კიდევ სხვა ბევრი ძველი კადრის მიმართ.

მოგვიანებით, კიკალიშვილის გვარი თენგიზ გუნავას საქმეშიც ამოტივტივდა, დავით ბედიას სახელი კი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში.

0

ავტორი: