12:53:39     23-05-2013
სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე

ბაჩო ახლაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარემ პროცესზე შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მოწმეები წარადგინა. საუბარია შსს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ბაჩო ახალიას წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში ადანაშულებენ. დღეს ამ საქმეზე ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს, თუმცა მოულოდნელად დაცვის მხარემ სხდომაზე სკანდალური ფოტომასალა წარადგინა.
ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათ წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ფოტოებზე კი, რომელიც დღეს დაცვის მხარემ გაავრცელა დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები, სადაც ისინი მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.
ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველის გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახლაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასვენებლად გაუშვა.
"ბაჩო ახალია არც ამ საქმეში და არც სხვა ეპიზოდებში ბრალს არ აღიაბერს, ყველა ბრალდება აფსურდულია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება" განაცხადა პირველ რადიოსათან საუბრისას ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
სპეცრაზმელების ფოტოები რომელიც თურქეთშია გადაღებული იხილეთ "პირველი რადიოს" ოფიციალურ ვებ გვერდზე.
წყარო: პირველი რადიო
0