12:07:03     23-05-2013
რუსთავში თვენახევრის ჩვილი მამამ მეორე სართულიდან გადმოაგდო
![a24788.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24788.jpg)
თვენახევრის ჩვილის მკვლელობისთვის პოლიციამ გარდაცვლილის მამა დააკავა. ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის გარდაცვლილი ჩვილის მამაა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“,- აცხადებენ შს უწყებაში.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ რუსთავის მე-17 მიკრორაიონში მოხდა.
#27-ე კორპუსის მეორე სართულიდან გადმოგდებული ჩვილი ასფალტზე დაცემის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
0