ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს />


  19:11:32     22-05-2013

ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს

a24784.jpg

ქუთაისში, ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს წინ შეკრებილნი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც უმცირესობის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრს ემუქრებოდა, ხელში ბასრი საგნები ეჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას ბასრი საგნები წაართვეს და პოლიციისათვის გადაცემა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ზურგი შეაქციეს. 

საბოლოოდ, ბასრი საგნები უმცირესობის წევრის, დეპუტატ თევდორაძის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტებს აჩვენა თუ რითი იყვნენ შეიარაღებულნი "ქართული ოცნების" აქტივისტები. უმცირესობა არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტთა აგრესია მორიგ ძალადობაში გადაიზარდოს. 

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციელები აგრესიული მეოცნებეების წინაშე უძლურები არიან. ისინი მათთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერ ბედავენ. ხოლო "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ მოქმედებთ? პასუხობენ: "ბრძანება არ გვაქვს".


0

ავტორი: