საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება />


  13:07:17     22-05-2013

საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება

a24769.jpg

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი აქციების ფონზე ჩაივლის. ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იკრიბებიან, ისინი ივანიშვილის დიქტატურასა და პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ. 

„მე დღეს მივდივარ ჩემი პირადი მეგობრების, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების გასაპროტესტებლად,“ – აცხადებს ქუთაისის ვიცე–მერი, ამირან ძოწენიძე „ნიუსპრესთან“ საუბარში.

„ეს იქნება ჩვენი ლიდერის მხარდასაჭერი აქცია, რომლიც დღეიდან იწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

თუ რა ფორმით ჩატარდება აქციები, ამაზე თათბირი გვექნება. მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს,“ – განუცხადა „ნიუსპრესს“ იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ.

პარალელურად, საგანგებო განცხადებები გაკეთდება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. ამ წუთებში ლიდერთა ნაწილი პარტიის მოქმედების სტრატეგიაზე მსჯელობს.

„იმ შემთხვევაში, თუ წულუკიან-კბილაშვილმა მოსამართლის დაშანტაჟება შეძლეს და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანსა და ყოფილ ელჩს პატიმრობა შეეფარდა, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ „პრესა.ჯი“-ს იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, სამხარეო პროკურატურის პირველმა პირებმა გუშინ სპეც-თათბირი ჩაატარეს. თემა: რა სახის ბერკეტები გვაქვს მოსამართლეებზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.

სამხარეო პროკურატურის უფროსის მოადგილემ თათბირზე აღნიშნა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაციონალების გასანადგურებლად. თუ დაბრუნდნენ, ჩვენ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მივიღეთ, დედას მოგვიტ...ნო“, - უთხრა „პრესა.ჯი“-ს იმერეთის კორესპონდენტს, იმერეთის სამხარეო პროკურატურის თანამშრომელმა.

0

ავტორი: