11:33:16     22-05-2013
ბოკერია: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება ივანიშვილის დაკვეთით მოხდა

უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ პრემიერ ივანიშვილს „ბურჯანაძისნაირი“ ოპოზიცია სურს. გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას უწოდებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მთავარ ამოცანად პოლიტიკური ოპონენტების განადგურება იქცა.
გიგა ბოკერია: „იმის ნაცვლად რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ფოკუსირებული იყოს მოძალადეების დასჯაზე, ქაოსის აღკვეთაზე, იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ეკონომიკის და უმუშევრობის დაძლევაზე, მათი მთავარი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.
სახიფათო ვითარებაა საქართველოსთვის და მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც აქვს ჩვენს მთავრობას. პრემიერს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გააგრძელებენ მის და მთავრობის კრიტიკას, რაც ოპოზიციის ნორმალური და ლეგიტიმური საქმეა, გააგრძელებენ დაჭერებს და ამას აკეთებს... მან ასევე არაერთხელ თქვა, რომ სხვანაირი ოპოზიცია სურს, ბურჯანაძისნაირი“.
0