სამხარეო პროკურორის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაციონალების გასანადგურებლად... სამხარეო პროკურორის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაციონალების გასანადგურებლად... />


  11:08:46     22-05-2013

სამხარეო პროკურორის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაციონალების გასანადგურებლად...

a24766.jpg

პროკურატურა, ოპოზიციის ლიდერის, ნაციონალური მოძრაობის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატისა და ყოფილი ელჩის ციხეში გამოსამწყვდევად სასურველ მოსამართლეს არჩევს. 

რამდენიმე საათში, სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის შესახებ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს: აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმა  გამოიყენოს მათ მიმართ - გირაო თუ პატიმრობა.

„პრესა.ჯი“-ს იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, გუშინ ღამე, სამხარეო პროკურატურაში მიმდინარეობდა საგანგებო სხდომა, სადაც მოსამართლეთა კანდიდატურებს განიხილავდნენ. კერძოდ, კბილაშვილის დავალებით, პროკურორები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რა სახის ბერკეტები გააჩნიათ მოსამართლეთა დასამუშავებლად და „შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“.

სამხარეო პროკურატურის თანამშრომლები, პრივატულ საუბრებში აცხადებენ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ციხეში ჩასმით კბილაშვილ-ნაცვლიშვილ-წულუკიანი არიან დაინტერესებულნი.  

„ყველა მეთოდს იყენებენ, კონფიდენციალურად უკავშირდებიან მოსამართლეებს, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ მერაბიშვილს ციხეში გამოამწყვდევენ. გუშინ სპეციალური თათბირი ჩაატარეს.

სამხარეო პროკურორის მოადგილემ თანამშრომლებს უთხრა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაციონალების გასანადგურებლად. თუ დაბრუნდნენ, ჩვენ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მივიღეთ, დედას მოგვიტ...ნო“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს იმერეთის კორესპონდენტს, იმერეთის სამხარეო პროკურატურის თანამშრომელმა.

ვეცადეთ დავკავშირებოდით მთავარი პროკურორის მოადგილეს,  ლაშა ნაცვლიშვილს, თუმცა, ის „მუდმივად დაკავებულია“. როგორც ჩანს, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე და რუსეთის სეპცსამსახურებზე შეყვარებული გენერალი, მედიის წარმომადგენლებთან ვეღარ კონტაქტობს.

რაც შეეხება სამხარეო პროკურატურაში არსებულ სიტუაციას, მოპოვებული ინფორმაციით თანახმად, გამომძიებლებმა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისთვის ხელბორკილების დადება ვერ გაბედეს. ბადრაგმა კი, რომელიც მერაბიშვილს მეთვალყურეობდა, შს ყოფილ მინისტრს ბოდიში მოუხადა.

0

ავტორი: