19:36:16     21-05-2013
პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...

ყოფილი სამართალდამცავი, პოლიციის გენერალი, ირაკლი ფირცხელავა დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავება ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორებაა.
„პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ფირცხელავა აცხადებს, რომ ვისაც მერაბიშვილთან უმუშავია, მის კეთილსინდისიერებაში ეჭვს ვერ შეიტანს...
„პრესა.ჯი“: ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება უმცირესობამ და ექსპერტთა ნაწილმა პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასეს...
ირაკლი ფირცხელავა: ის ბრალდებები, რომელიც დღეს მოვისმინეთ, აბსურდულია და მეტყველებს საქმის პოლიტიკურ მხარეზე. მსგავსი სულელური ბრალდებებით ადამიანის დაკავება არის დანაშაული.
- 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს ოფიციალურად ბრალი არ წარდგენია. კბილაშვილის უწყებამ კი, ამ საქმეებშიც დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერი და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი...
- დღეს განაცხადეს, რომ 26 მაისს გარდაიცვალა ორი ადამიანი. მინდა შევახსენო კბილაშვილის უწყებას, რომ იმ საშინელ ღამეს გარდაიცვალა პოლიციელიც, რომლის სახელსაც ახალი ხელისუფლება არასდროს ახსენებს.
მეტიც, სამართალდამცავის გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. ახალმა ხელისუფლებამ, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამოდენიმე კვირაში გაათავისუფლა.
ციხიდან გამოუშვეს პოლიციელის მკვლელი და თავისუფლება აღუკვეთეს ადამიანს, რომელიც წესრიგის, უსაფრთხოების გარანტი იყო.
მე პირადად ვარ თვითმხილველი, თუ რა ჩაიდინა ბურჯანაძის ოჯახმა 26 მაისს და მზად ვარ ამ საკითხზე სამართალდამცავებს ჩვენებაც მივცე.
- ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ პოლიცია სრულიად დეპოლიტიზირებულია. თქვენი აზრით, მოახერხა თუ არა, ახლმა ხელისუფლებამ პოლიციისა და ერთმანეთისგან პოლიტიკის გამიჯვნა?
- როცა შს უწყებაში ვმუშაობდი, არასდროს მქონია პრობლემა, ურთიერთობა გამეგრძელებინა იმ ადამიანებთან, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდათ.
0