17:16:09     21-05-2013
ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპონენტი დააპატიმრა

ვანო მერაბიშვილის დაკავებით, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონენტის განეიტრალებას ცდილობს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და შს ყოფილი მინისტრი არადამაჯერებელი ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდება კი, სრულიად კომიკურია: პროკურატურა სერიოზულად ამტკიცებს, რომ მერაბიშვილს, კვარიათში სხვისი აგარაკი მოეწონა, გაარემონტა და იქ 4 წელი, უსასყიდლოდ ცხოვრობდა. ფაქტობრივად, მერაბიშვილს ბრალი სხვისი აგარაკის გარემონტებისთვის წაუყენეს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მერაბიშვილს, შესაძლოა, მონაწილეობა მიეღო ნაციონალური მოძრაობის პრაიმერში, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გამოავლინოს.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა არაერთხელ დააანონსა ნაციონალური მოძრაობის განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტია „რიტორიკას არ შეიცვლის“.
როგორც ჩანს, რუსეთში ფულებნაშოვნმა ოლიგარქმა, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს და აცხადებს, რომ რუსები ოკუპანტები არ არიან, ასე იძია შური ყველაზე რეიტინგულ ოპონენტზე. ამ ფაქტმა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეულახოს იმიჯი ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო ასპარეზზე.
0