15:51:01     21-05-2013
ვანო მერაბიშვილი დააკავეს

ოპოზიციის ლიდერი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დააკავეს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეასრულა კრემლის დაკვეთა და ოპოზიიცის განადგურების მცდელობის მიზნით, დააკავეს შს ყოფილი მინისტრი. ბრალდება: აგარაკისთვის სახელმწიფო ხარჯების გამოყენება. დაკავებულია კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც.
საქართველოს ისტორიაში ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს. ივანიშვილის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, იმდენად ეშინია ოპოზიციის, რომ მზადაა რუსი ოკუპანტის ბრძანება მორჩილად შეასრულოს, რათა როგორმე გაიადვილოს მთავარი მიზანი - საქართველოს რუსული გავლენის სივრცეში შეთრევა.
0