„ხელისუფლება მერყეობს ევროპულ კოჰაბიტაციასა და კაკაბაძის მხედრიონიზაციას შორის" „ხელისუფლება მერყეობს ევროპულ კოჰაბიტაციასა და კაკაბაძის მხედრიონიზაციას შორის" /> "/> " />


  15:29:32     21-05-2013

„ხელისუფლება მერყეობს ევროპულ კოჰაბიტაციასა და კაკაბაძის მხედრიონიზაციას შორის"

a24751.jpg

ორ საათზე მეტია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“  გენერალურ  მდივანს ვანო მერაბიშვილს იმერეთის სამხარეო პროკურატურაში ჰკითხავენ.

დაკითხვაზე შესვლამდე მერაბიშვილმა ახალ მთავრობას ურჩია მის დაკითხვებზე დაბარებას შეეშვას და ხალხი დაასაქმოს. 

მერაბიშვილი: „საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არათუ სამუაშაო ადგილები არ შექმნილა, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, თუ მთავრობა ხალხის დასაქმებას მიხედავს, ეს ძალიან კარგი იქნება“. 

ივანიშვილ -ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი  ჩიორა თაქთაქიშვილი ხელისუფლების მხრიდან 17 მაისის მოვლენების გადაფარვის მცდელობას უკავშირებს.

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას დეპუტატმა განმარტა,  ხელისუფლების ქმედებები ხალხის ყურადღების ხვა საკითხზე გადატანისკენ არის მიმართული.

თაქთაქიშვილი: „ხელისუფლების იაფფასიანი ქმედება,  ვერ გადაფარავს იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც დღეს აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოსახლეობას ახალმა ხელისუფლებამ იმედები ვერ გაუმართლა.

თაქთაქიშვილის პოზიციას იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი.

სერგო რატიანი: „ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისისა და 17 მაისის მოვლენების გადაფარვა ვანო მერაბიშვილისა და ბატონი ჭიაბერაშვილის დაკითხვებზე დაბარებით სურს. ეს დაკითხვები სუფთა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ადგილი აქვს პოლიტიკურ ცდომილებებს“. 

პარტიის გენერალური მდივნის შესაძლო დაპატიმრებას არ გამორიცხავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილიც. 

„ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობაზე" შეტევის ახალი, მესამე ტალღა დაიწყო. ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, დააკავონ. ხელისუფლება ახლა მერყეობს ევროპულ კოჰაბიტაციასა და ნანა კაკაბაძის მხედრიონიზაციას შორის", – აცხადებს დარჩიაშვილი.

0

ავტორი: