გაბედავენ თუ არა კრემლის დაკვეთის შესრულებასა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას? გაბედავენ თუ არა კრემლის დაკვეთის შესრულებასა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას? />


  11:30:54     21-05-2013

გაბედავენ თუ არა კრემლის დაკვეთის შესრულებასა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას?

a24743.jpg

პოლიტიკური რეპრესიების  ახალი ტალღა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის დაკითხვით დაიწყება.

კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ის და ვანო მერაბიშვილი დღეს იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებულნი. 

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კბილაშვილის უწყებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეკითხვები სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით აქვთ. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ხელისუფლება, საზოგადოებას, პურის ნაცვლად სანახაობას სთავაზობს. მათი მიზანია როგორმე გადაფარონ წარუმატებლობა და საზოგადოებაში არსებული იმედგაცრუება.   

იმის ნაცვლად, რომ ვიყო კახეთში დაზარალებულ მოსახლეობასთან, მომიწევს ქუთაისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, როგორც უწყებაში წერია, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. 

ვანო მერაბიშვილი და მე, თებერვალში უკვე ვიყავით ქუთაისში დაკითხვაზე და მაშინ, ყველა კითხვაზე გავეცით სრულყოფილი პასუხი“. 

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, გამორიცხული არაა,  რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს ის და ვანო მერაბიშვილი დააკავოს.

თუ ივანიშვილმა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრება გაბედა, ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მის პრორუსულობას. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დააპატიმრა იულია ტიმოჩენკო - ოპოზიციის ლიდერი. დასავლურმა პრესამ, იანუკოვიჩის ეს ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერზე შურისძიებად და კრემლის დაკვეთის შესრულებად შეაფასა.  

0

ავტორი: