სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს />


  12:55:43     20-05-2013

სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს

a24734.jpg

პრეზიდენტ სააკაშვილის დიპლომატიურმა ძალოისხმევამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა ვანუატუმ. 

ინფორმაცია, ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადფების აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა. 

შეგახსენებთ, რომ კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა რამდენიმე წლის წინ აღიარა. 
თუმცა, დღეს, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა, სხვადასხვა სახის ოფიციალურმა თუ დახურულმა შეხვედრებმა თითოეული ჩვენგანისთვის სასიხარულო შედეგი მოიტანა - ვანუატუმ თავისი სიტყვები "ვაღიარებ აფხაზეთის დამოუკიდებლობას", უკან წაიღო...

2011 წლის მაისის ბოლოს, მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვანუატუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარა და ეს აფხაზური დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა. 

იმავე წელს, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს... 

0

ავტორი: