სააკაშვილი ოფიციალური ბაქოსთვის, სოლიდარობის გამოცხადებაზე საუბრობს სააკაშვილი ოფიციალური ბაქოსთვის, სოლიდარობის გამოცხადებაზე საუბრობს />


  11:55:48     17-05-2013

სააკაშვილი ოფიციალური ბაქოსთვის, სოლიდარობის გამოცხადებაზე საუბრობს

a24714.jpg

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უჭირს დამალოს ის მიღწევები, რასაც ქვეყანამ წინა მთავრობის დროს მიაღწია.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობამ, მთლიანად შეიცვალა ტონი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თურმე ჰქონია ძალიან კარგი საბაჟო და საგადასახადო სისტემა და პარლამენტში ყოფნისას, მთავრობის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ვართ მე-9 ადგილზე.

 ერთი სიტყვით, ის, რასაც მთელი თვეების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ეძახდა სიცრუეში ცხოვრებას და ჩვენს პიარს და იმას, თითქოს ჩვენ მსოფლიოს ვატყუებდით, ახლა შეიცვალა. იმ ფონზე, როცა გაუჭირდათ, ინვესტიციები აღარ შემოდის და ყველაფერი გაჩერდა, მოუხდათ ამის აღიარება.

 აშშ-ში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ, აზერბაიჯანთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და  ოფიციალური ბაქოსთვის სოლიდარობის გამოცხადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 „ახლა მთავარი სამიზნე არის აზერბაიჯანი, რასაც  დიდი ხანია ვიძახი. თუ აზერბაიჯანი დაეცა, მაშინ რეგიონს პერსპექტივა მოესპობა და პირიქით, თუ აზერბაიჯანი გაძლიერდება და გააგრძელებს განვითარებას, ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივა გვექნება მომავლისთვის და ეს რუსეთის დღევანდელმა მთავრობამ კარგად იცის. როცა რუსებმა ჩვენ დენი და გაზი ჩაგვიკეტეს, აზერბაიჯანმა თავისი მოსახლეობა "გათიშა" და საქართველოს გაუყო საკუთარი ელექტროენერგია.  ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობა“,- დასძინა სააკაშვილმა.

 ქვეყნის პირველი პირი, ამერიკასთან ურთიერთობასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლეთის და ამერიკის რადარიდან არ გაქრეს.

 სააკაშვილი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად წინ უნდა ვიხედებოდეთ და უნდა ვხედავდეთ ხვალინდელი ლიდერების თაობას. ამიტომ ჩვენ ორივე პარტიის - "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" წარმომადგენლებს ვხვდებით, რომლებმაც 2016 წლის შემდეგ, ამ ქვეყნის მმართველობა უნდა ჩაიბარონ. ჩვენ ვემზადებით მომავლისათვის. საქართველო არამცთუ არ უნდა გაქრეს დასავლეთისა და ამერიკის რადარიდან, არამედ, პირიქით, ბოლომდე უნდა გავიდგათ ფესვები და გავაძლიეროთ მხარდაჭერა ჩვენს მიმართ. კრისტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორია, ამერიკაში კი საქართველო სწორედ რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია.

 

0

ავტორი: