18:09:10     15-05-2013
საია: არ შეიძლება ნაცვლიშვილმა აღნიშნული საქმის ძიებას უხელმძღვანელოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მთავარი პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა იმ გამოძიებას უხელმძღვანელოს, რომელთანაც კავშირი შესაძლოა თავადაც ჰქონდეს.
კახა კოჟორიძე (საიას თავმჯდომარე): გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტების და უფლებადამცველების პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშიებით ეხებოდა არა მხოლოდ ხვედელიძეს, არამედ ნაცვლიშვილსა, არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, რომ ნაცვლიშვილმა უხელმძღვანელოს იმ გამოძიებას, რომელთანაც კავშირი შესაძლოა თავადაც ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას დარჩება კითხვის ნიშნები, თუ ნაცვლიშვილი რაღაცაც კუთხით მონაწილეობდა ამ საქმეში, ის ვერ იქნება ობიექტური მსაჯული საკუთარი თავის წინაარმდეგ არსებულ ბრალდებაში.
ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი.
ფარესაშვილმა პრემიერ–მინისტრს, მთავარი პროკურორის მოადგილის შს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და პრემიერის მრჩევლის გია ხუხაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განთავსებისთანავე მიმართა. უფლებადამცველი კადრებს ფაბრიკაციას უწოდებს.
„არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც ხუხაშვილის, ნაცვლიშვილის და ხვედელიძის დანაშაულებებზე ინფორმაცია აქვთ, თუმცა, სანამ ობიექტური გამოძიება არ დაიწყება, მანამდე, ამ მასალების საჯარო გამოქვეყნებას არ ვაპირებ. არსებობს უამრავი აუდიომასალა, დოკუმენტები და მოწმეები, თუმცა, ჯერ ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდო გამოძიებას“, - ამბობს ფარესაშვილი და ამ აუდიო– მასალას იმ შემთხვევაში გამოაქვეყნებს თუ ზემოთხსენებული ადამიანები თანამდებობებზე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს პოლიციამ პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დააკავეს.
გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. დღეს კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
0