ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს... ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს... />


  12:24:22     15-05-2013

ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...

a24687.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს.  

„სერბეთი და კოსოვო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია“,- განაცხადა ივანიშვილმა  "ევრონიუსთან" ინტერვიუში აფხაზეთისა და ოსეთის მარიონეტ ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესაძლო დალაგებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. 

„სერბეთმა და კოსოვომ განაცხადეს, რომ აწესრიგებენ ურთიერთობებს და დაიწყო მათ შორის შეთანხმების მომზადების პროცესი ბრიუსელში. შესაძლოა ეს იყოს მაგალითი და მოტივაცია, რომ დაალაგოთ ურთიერთობა აფხაზეთთან და ოსეთთან?“,- ჰკითხა პრემიერს ჟურნალისტმა ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინამ. 

ბიძინა ივანიშვილი: სერბეთი და კოსოვო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია. ეს ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, ვინც წარსულში რაღაცას ვერ ახერხებდენ, ახლა პოულობენ საერთო ენას და აღწევენ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ენერგია, რომ დავლაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან და, რა თქმა უნდა რუსეთთანაც... ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან. 

ივანიშვილი ირწმუნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის. 

„საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა და ყველაფერს გავაკეთებთ, მათ დასაბრუნებლად. თუმცა, ამავდროულად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია, ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მიზანს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობაც გაგვიწევს დახმარებას და მისი მხარდაჭერა გვექნება“,- დასძინა ივანიშვილმა. 

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რამდენად გამოდგება,  სერბეთისა და კოსოვოს მაგალითი საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და პოლიტოლოგსა და ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. 

თორნიკე შარაშენიძე: ორივე კონფლიქტის ისტორია, წარსული,  განსხვავებულია. სერბეთი და კოსოვო ორივე ევროპის ტერიტორიის ნაწილია ამიტომ თუ ისინი გაზხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ შორის გაქრება საზღვარი და სერბეთს პრობლემები არ ექნება კოსოვოსთან. საქართველოს ეს მაგალითი მხოლოდ მაშინ გამოადგება თუ ქვეყანა შევა ევროკავშირში და ეს ტერიტორიები აფხაზეთი და ოსეთი  მოგვებმევიან. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც სერბეთმა კოსოვოს გენოციდი მოუწყო, კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს 90-ზე მეტმა სახელმწიფომ ცნო. მილოშევიჩი კი სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს. დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლის თავზეც ქვეყანა საერთაშორისო დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. 

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეთნოწმენდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ რუსეთმა მოაწყო. 

კოსოვოსგან განსხვავებით,  აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ვანუატუმ აღიარეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, აფხაზეთსა და ოსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილებად განიხილავს.

0

ავტორი: