„ამნისტია არ უნდა შეეხოს: მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და მინისტრებს“ „ამნისტია არ უნდა შეეხოს: მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და მინისტრებს“ />


  12:41:36     14-05-2013

„ამნისტია არ უნდა შეეხოს: მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და მინისტრებს“

a24676.jpg

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებაში გიორგი მარგველაშვილის "აღმოჩენით" ბედნიერია და აცხადებს, რომ მისი მსგავსი პიროვნება "იშვიათად შეხვედრია". 

„ეს კაცი არის გამორჩეული იმით, რომ მას აქვს სახელმწიფო აზროვნება, ის არის კაცი, რომელიც არა საკუთარ პოსტზე და საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, არამედ კაცი, რომელსაც შეუძლია გლობალურად იფიქროს სახელმწიფოზე და მის პერსპექტივებზე. ასეთი კაცი მე იშვიათად შემხვედრია, შეიძლება სულ 2-3. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი წარმატებული პიროვნების აღმოჩენა და პრეზიდენტად კენჭისყრაზე მისი თანხმობის მიღწევა მოხერხდა" - განაცხადა ივანიშვილმა.

 სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე იყო ის მინისტრი, რომელთანაც კითხვები მქონდა, - ამის შესახებაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ის ფაქტი, რომ ეჭვები მქონდა, წინასწარ გავახმაურე. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, მაგრამ მთავარია კანონმდებლობა და მის მიხედვით ვიმოქმედებთ. კითხვები არსებობდა და მე გამოვიტანე ჟურნალისტებში "- განაცხადა პრემიერმა. 

„დროსაც არ ვხარჯავ, რომ ახლა ამაზე ფიქრი დავიწყო. რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა მინიშნება უკვე თვითონ მაჩვენა" - განაცხადა ივანიშვილმა.

პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული და ამ საქმეებზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

მისი თქმით, არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყოს. „პროცესები ხურდება. მე როგორც ვიცი, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული, პროკურატურას აქვს ძალზედ ბევრი ინფორმაცია და მუშაობა გრძელდება. არ იქნება სასურველი, რომ საქართველოში მასობრივი დასჯები და დაპატიმრებები მოხდეს, რისი ეჭვებიც არსებობს, თუმცა ვნახოთ, პროკურატურის ქმედებების შედეგები მაშინ უფრო აშკარა გახდება, როდესაც უფრო ახლოს მივალთ", - განაცხადა პრემიერმა. 

აქვე მან ქვეყანაში ამნისტიის შემოღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება აუცილებელი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და მინისტრებს. საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს", - განაცხადა ივანიშვილმა. 

0

ავტორი: