10:56:20     14-05-2013
„ნაციონალების” პრეზიდენტობის კანდიდატებს, კიდევ ერთი შეემატა

საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესაც გაუჩნდა. მერაბიშვილი, ვაქრაძე, ბარამიძისესთან ერთად, პარტიაში ამ უკანასკნელის კანდიდატურაც განიხილება.
ჯაფარიძე, პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელმა სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანი: ზურაბ ჯაფარიძე ძალიან კარგი ფიგურა, მყარი პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანია. ის არის ახალი სახე და პრაიმერის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე.
0