ფარულ აუდიოჩანაწრში ხვედელიძე  „კვერცხის ბიზნესზე“ საუბრობს ფარულ აუდიოჩანაწრში ხვედელიძე „კვერცხის ბიზნესზე“ საუბრობს />


  12:22:54     13-05-2013

ფარულ აუდიოჩანაწრში ხვედელიძე „კვერცხის ბიზნესზე“ საუბრობს

a24663.jpg

„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც შინგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე  „კვერცხის ბიზნესზე“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს. 

კილაძე აცხადებს, რომ ჩანაწერში აღწერილია ხვედელიძის საუბარი , ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის შესახებ. კილაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე გელა ხვედელიძემ ამირეჯიბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფარესიშვილის შესახებ არსებობს ვიდეოჩანაწერი და მანვე საკმაოდ ვულგარულად აუხსნა ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსი.

როგორც დღეს მან ხვედელიძის დაკავების კომენტირებისას  ჟურნალისტებს განუცხადა, სიტის შესაძნად  სადაც ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა განთავსდა, 29 აპრილს იქნა შეძენილი. 

კილაძის ცნობით, საქართველოდან გარკვეული ოდენობის თანხა სწორედ 29 აპრილს გადაიგზავნა ამერიკაში.  

ელისო კილაძე:.ხვედელიძე  არის პირეველი ადამიანი, რომელიც დაიჭირეს და მას სავარაუდოდ ჰყავდა დამხმარეები. გელა ხვედელიზე ცდილობდა, გამოძიება იქით ჰყოფილიყო მიმართული, რომ ეს რომელიმე სხვა პირმა ატვირთა. ჩვენ ვიცით, რომ საიტის შესაძენი ფული 29 აპრილს გადაირიცხა საქართველოდან . საიტი არის შეძენილი ამერიკაში. წარმოუდგენელია, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ გადარიცხა თანხა, წავიდა, ატვირთა ეს ამაზრზენი ვიდეო. იმედს ვიტობეთ,რომ გამოძიება დასრულდება. ამასთან ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან უნდა გადააყენოს მისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, იმიტომ რომ თუ გვინდა გამოძიება ობიექტურად დასრულდეს. ეს ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით ვერ მოხერხდება. მომავალი კვირიდან ვიწყებთ იმ ადამიანის ინტერვიუების გამოქვეყნებას, რომლებიც მზად არიან ისაუბრონ თუ რა სქემით ცდილობს გენერალური პროკურორის მოადგილე ბიზნესზე ზემოქმედებას და ბიზნესის დატერორებას.

0

ავტორი: