11:40:23     12-05-2013
„la trufe" ში მომხდარზე, გამოძიება დაიწყო
![a24658.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24658.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარაშვილის ქუჩაზე, რესტორან „la trufe-ში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა.
„la trufe -ში", დაახლოებით 24:00 საათზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექა მაზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანანა გიორგობიანი. ასევე დაიკთხა რესტორნის მომსახურე პერსონალი. როგორც ცნობილია, თვითმხილველები ამ სამ პიროვნებას ასახელებენ დაპირისპირების ინსპირატორებად. მამუკა ბაკურია, ასლან აბასიძის გუნდის წევრის ცოტნე ბაკურიას ძმაა.
დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად.
რესტორანში იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მარიამ ბოკუჩავა, სამეგრელო - ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.
სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს, უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ.
0