17:13:19     11-05-2013
ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცახადა, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, განათლების მინისტრი და ვიცე პრემიერი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
ვიდრე ოლიგარქი მარგველაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებდა, ბიზნესცენტრში კოალიციის პოლიტსაბჭოს კონსულტაციები გაიმართა.
ივანიშვილის მტკიცებით, მარგველაშვილთან დაკავშირებით გუნდში ერთსულოვნება იყო და სხვა კანდიდატურების განხილვის საჭიროება არც ყოფილა.გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის გამოჩენამდე ნინო ბურჯანაძის კადრი და "ჯიპას" რექტორი გახლდათ.
ივანიშვილი, გაპრეზიდენტებას თავდაპირველად ვახტანგ ხმალაძეს უპირებდა და ამის შესახებ ღიადაც განაცხადა, თუმცა, როგორც ყოველთვის, აზრი ამჯერადაც შეიცვალა და ბატონი ხმალაძე მარგველაშვილით ჩაანაცვლა.
0