შსს ფარული ჩანაწერების  ახალ სერიას გეგმავს შსს ფარული ჩანაწერების ახალ სერიას გეგმავს />


  19:42:29     10-05-2013

შსს ფარული ჩანაწერების ახალ სერიას გეგმავს

a24651.png

შსს,  ფარული ჩანაწერების სერიალს,  ისევ გეგმავს. ამის ყველაზე ეფექტური დადასტურება ის ბოლო ტენდერია, რომლის შესახებაც შსს-მ თავად გამოაცხადა.   

1 მილიონ ნახევარი  ე.წ. „ფარული ჩამწერის“ შესაძენად. ღარიბაშვილს  ბიუჯეტის ფული სულაც არ ენანება, თუმცა ივანიშვილის მთავრობა  ლამის დედას იფიცებდა, მოსმენები და ფარული ჩანაწერები აღარ იქნებაო. აბა, ეს მილიონიანი აპარატურა   რისთვის უნდა გამოიყენონ?! შინაგან საქმეთა სამინისტრო სხეულით სატარებელი, 2900 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს. შესაბამისი სატენდერო განცხადება, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

 ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება,  1 131 000 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული კამერა 40-მდე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის - ჩანაწერის თითოეული ფაილის ხანგრძლივობა სტანდარტულ სიტუაციაში 30 წუთი უნდა იყოს; უნდა ჰქონდეს, უნიკალური კოდის მქონე რადიოსიხშირული დისტანციური მართვის პულტი, მოქმედების მანძილი, მინიმუმ 10 მეტრი, აღჭურვილი მინიმუმ 3 ღილაკით (ფოტოგადაღება, ვიდეოჩაწერის დაწყება, ვიდეოჩაწერის გაჩერება), ასევე უნდა ჰქონდეს დიქტოფონის რეჟიმი, არანაკლებ 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და დავარდნისგან დაცვა. 

კამერის წონა, აქსესუარების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს და უნდა მოყვებოდეს ქამარზე სამაგრი, სამხრეზე (პაგონზე) სამაგრი, ჩანთა, პლასტმასის ჩემოდანი, AV კაბელი, USB კაბელი და დამტენი. 0

ავტორი: