პრეზიდენტობის კანდიდატად,  ხვალ,  მარგველაშვილს დაასახელებენ? პრეზიდენტობის კანდიდატად, ხვალ, მარგველაშვილს დაასახელებენ? />


  19:09:29     10-05-2013

პრეზიდენტობის კანდიდატად, ხვალ, მარგველაშვილს დაასახელებენ?

a24650.jpg

„ქართული ოცნების"  პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების ვადა და თავად კანიდატების სიაც იმდენჯერ გამოცხადდა, საზოგადოება დაიღალა. ივანიშვილი კეკლუცობს.  ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.  კოალიციის პოლიტ-საბჭო ამ საკითხზე  სასუბროდ, ხვალ,  14:30 საათზე , ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბება.

16:30 საათზე კი,  დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება. პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრა   "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად, განათლების  მინისტრს, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილს დაასახელებს.

0

ავტორი: