15:21:39     10-05-2013
ადეიშვილის სახელით გავრცელებული არცერთი განცხადება მას არ ეკუთვნის

„სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებები იუსტიციის ყოფილი მინისტრის არ ეკუთვნის“,- აღნიშნული ინფორმაცია ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ გაავრცელა.
მისი თქმით, ადეიშვილს "ფეისბუქში" საკუთარი მოქმედი გვერდი საერთოდ არ აქვს.
"ზურაბ ადეიშვილს არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია. მეტსაც გეტყვით, უახლოეს მომავალში, თუ კიდევ რაიმე გავრცელდა, ესეც ტყუილი იქნება. თუკი ზურაბ ადეიშვილი დააპირებს ინფორმაციის გავრცელებას, ეს ჩემი მეშვეობით მოხდება", - აცხადებს სვანიძე.
0