12:53:03     10-05-2013
ამნისტიით გათავისუფლებულმა 10 წლის ბიჭი გააუპატიურა
![a24643.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24643.jpg)
ბესელია-კაკაბაძის მიერ ორგანიზებულმა მასობრივმა ამნისტიამ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცის დამძიმება რომ გამოიწვია ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აღიარებს. მისი განცხადებით, 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული პატიმრებიდან, დაახლოებით, 150 პირი კვლავ დაკავებულია.
პატიმრობა ელის, ყოფილ პატიმარს. 30 წლამდე მამაკაცი 10 წლის ბიჭუნას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული პროკურატურა 10 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეს იძიებს.
გურჯაანის რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა.
საქმეში 30 წლამდე მამაკაცი ფიგურირებს, თუმცა მას ბრალი ჯერ არ წაყენებია. ლევან ღვედაშვილის თქმით, მამაკაცი ნასამართლევია.
ლევან ღვედაშვილი: დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებმა დაახლოებით 1 კვირის დაგვიანებით მოგვმართეს და ახლა ექსპერტიზებია დანიშნული, მოწმეები დაიკითხნენ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა მამაკაცს ბრალი ჯერ არ წაყენებია. მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ჯერ მხოლოდ დაზარალებული ბიჭის ჩვენება ადასტურებს, რომელშიც ის ყვება, რომ მამაკაცმა მასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი დაამყარა.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით“, მამაკაცი პატიმრობიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 138-ე მუხლით არის აღძრული რაც გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიჭუნას ტრაგედია, არ არის ერთადერთი შემზარავი ფაქტი, რომელიც ცნობილი ამნისტიის შემდეგ ყოფილმა პატიმრებმა ჩაიდინეს. ყაჩაღობამ, მკვლელობამ, ძარცვამ, გაუპატიურებამ მასობრივი ხასიათი სწორედ 2012 წლიდან მიიღო.
გურჯაანელი დაზარალებულის მსგავსად, სამართლის აღსრულებას ითხოვს 20 წლის გოგონა, რომელზეც 65 წლის გორელმა თ. წ-შვილმა სექსუალური ძალა იხმარა.
გორის პროკურატურა ამნისტირებულს ბრალს რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში სდებს, კერძოდ – 20 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამამძიმებელ გარემოებაში და განზრახ მკვლელობის მცდელობაში უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული, 1996 წლიდან იმ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამ დაჭრილი გოგონას დედაა. ბრალდებული 2010 წლის აპრილს მეზობლის დაჭრისთვის იყო დაკავებული, ხოლო 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საკუთარი გერი გააუპატიურა.
ახალი ხელისუფლების მიერ შეწყალებული პირის მიერ სამეგრელოში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შესახებ იუწყება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე.
ანი ნადარეიშვილი იმ ადამიანების სახელებს და გვარებსაც ასახლებს ვინც აღნიშნული სისასტიკე ჩაიდინეს.
ანი ნადარეიშვილი: ოთხი თვის წინ ბესელიასა და უსუფაშვილის მიერ შეწყალებულმა "დაჩაგრულმა", "საცოდავმა", "უპატიოსნესმა" და "გაუბედურებულმა" "უ.დ.ო."-თი გამოგდებულმა (გალის რ/ნი სოფ:ბარღებ)-ში მცხ: ხარჩილავამ,(ქ.გალ)ში მცხ:ლემონჯავამ (გალის რ/ნი სოფ:ოტობაია)-ში მცხ:ფარულავამ და ხაჯალიამ სამი დღის წინ (გალის რ/ნი სოფ:ნაბაკევ)-ში მცხ: 25 წლის რომან გულვერის ძე აკობია სხვა თანამზრახველებთან ერთად წამებით (იატაკზე ხელ-ფეხით დააჭედეს,დანით დასერეს და ათასგვარი სისაძაგლით) მოკლეს.საცოდავის ყვირილი მთელს სოფელს ესმოდა და შეშინებული გლეხები ყოველივეს ჩუმად უსმენდნენ.ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე პასუხისმგებელია ის ვინც ეგ ნაძირლები გარეთ მიუქსია ქურდულს გადაჩვეულ საქართველოს მოსახლეობას!
0