ამნისტირებული პატიმრები პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ ამნისტირებული პატიმრები პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ />


  12:38:03     10-05-2013

ამნისტირებული პატიმრები პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ

a24642.jpg

საქართველოს პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრის ჩაშლის საშიშროება არსებობს. როგორც „პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, ყოფილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე, თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ითხოვდა. 

 მას შემდეგ რაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ამნისტირებულ პატიმარს სტუდენტებთან შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცა,  ვაჩნაძე მომხრეების მობილიზებას იწყებს.

 „ჩვენ უნივერსიტეტის გარედან უნდა დავუსვათ ის კითხვები, მშიშარა პრეზიდენტს, რომლის დასმის საშუალებას, მისი პრესსამსახური შეხვედრის მიმდინარეობისას არ გვაძლევს“,- აცხადებს ვაჩნაძე. 

 ვაჩნაძეს მხარს უბამს,  ასევე ყოფილი პატიმარი გიორგი გაბედავა,  რომელმაც რამდენიმე პირთან ერთად,  ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვა გააპროტესტა.

 როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უარის მიუხედავად, ისინი სახელმწიფო უნივერსისტეტში მისვლასა და პრეზიდენტთან შეხვედრას მაინც ეცდებიან.

„ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან კითხვები, რატომ ჩაგვიხოცა მეგობრები ქუჩებში, რატომ დაგვიჭირა უმიზეზოდ და უკანონოდ, რატომ დაკარგა ტერიტორიები, რატომ აწამებდნენ პატიმრებს ცეხეებში", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.

 „თსუ“-ს სტუდენტები შიშობენ, რომ ციხიდან ბესელია - კაკაბაძის წყალობით გამოსულები,  პრეზიდენტთან შეხვედრას ჩაშლიან, როგორც ეს 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა. 

 

 

 

0

ავტორი: