ღარიბაშვილი ბიზნეს-სექტორს უსმენს ღარიბაშვილი ბიზნეს-სექტორს უსმენს />


  11:28:01     10-05-2013

ღარიბაშვილი ბიზნეს-სექტორს უსმენს

a24640.jpg

ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთი სკანდალური ვიდეო-რგოლი ვრცელდება. სადაც, უცნობი მამაკაცი,  შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის, ე.წ. "ოტოს" მაღჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს,  სატელეფონო მოსმენებმა არნახული მასშტაბები მიიღო.

 „ივანიშვილის დავალებით, სასწრაფოდ შეიძინეს „ბლექბერის“ გასაშიფრი აპარატურა და განახლება გაუკეთეს იმ ძველ აპარატურას, რომელიც დარჩენილი იყო. ამჟამად, შესაძლებელია 35 000 ტალღის მოსმენა. ძირითადი მოსმენა დაწყებულია ფინანსურ სამსახურებზე“, - აცხადებს უცნობი მამაკაცი ვიდეოში, რომელიც ინტერნეტ გვერდ youtube-ზე გავრცელდა. 

 უცნობი  ირწმუნება, რომ ღარიბაშვილი ბიზნეს-სექტორის, ბუღალტერებს, მოლარეებს უსმენს.  „ბიზნესსექტორიდან ჯამში 24 000 ადამიანს უსმენენ, რათა მათი გამოჭერა მოხდეს, ვითომდა ფინანსურ მაქინაციებზე და დააკავონ ისინი. მითი, რომ „ქართული ოცნება“ მოსმენებს შეწყვეტდა, ეს დიდი სიცრუეა“- აღნიშნავს მამაკაცი. 

 ის რომ,  ღარიბაშვილის უწყება მოქალაქეებს აქტიურად უსმენს, „პრესა.ჯი-ს“ მკითხველი ადრეც დარწმუნდა.  რამდენიმე დღის წინ,  „პრესა.ჯი“-მ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა, რომლის მიხედვითაც,  მინისტრის ბრძანებით, მოდულის შენობაში"VIBER"-ის მოსასმენად სპეციალური აპარატურა მონტაჟდება.

 ერთი ვერსიით, შს სამინისტრომ,  "VIBER"-ის მოსასმენი ლიცენზირებული პროგრამა საიდუმლო ფონდიდან - 1, 350 000 ევროდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეიძინა.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-ს ჰაკერებმა, რუსების დახმარებით, "VIBER"-ის მოსასმენი ლიცენზირებული პროგრამა გატეხეს და მოიპარეს.

 "VIBER" საქართველოში პოპულარული არჩევნების შემდეგ გახდა. ეს სპეციალური ინტერნეტ-პროგრამაა, რომლითაც სატელეფონო ზარების განხორციელება და SMS-ბის გაგზავნა-მიღება ხდება. "VIBER"-ის გამოყენება "სმარტფონებითააა" შესაძლებელი.   "VIBER"-ის პოპულარობის მიზეზი ისაა, რომ მისი მოსმენა მიმყურადებლებს არ შეუძლიათ. ამ პროგრამით, ყველაზე ხშირად პოლიტიკოსები და ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანები სარგებლობენ. 

 

 

0

ავტორი: