მერაბიშვილი ივანიშვილს, 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ურჩევს მერაბიშვილი ივანიშვილს, 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ურჩევს />


  15:47:54     09-05-2013

მერაბიშვილი ივანიშვილს, 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ურჩევს

a24635.jpg

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის დანაკარგი 80 მილიონი, რომელიც დატაცებული და გლეხებისგან წართმეულია, საკომპენსაციოდ ისევ მათ დაურიგდეს. თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120-ლარიანი ვაუჩერი, ან ბარათი დარიგდეს და ამ ბარათის ბანკში განაღდება იქნეს დაშვებული”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა  მდივანმა  ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივა, ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გააცნო. 

 მერაბიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდმა, ოპოზიციის მოსაზრება 1000-ლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. 

ვთავაზობდით ხელისუფლებას, რომ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების ბანკში განაღდების საშუალება ჰქონოდათ და ამით თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციებს, იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოჰყვა. გლეხებს არ ჰქონდათ საშუალება, თავად გადაეწვიტათ, რას შეიძენდნენ და სად. არ ჰქონდათ საშუალება გაენაღდებინათ ბანკში. ეს არის მთელი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალი.  

"ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხის განხილვას,  მომავალი კვირიდან პარლამენტში დაიწყებს.   იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, ჩვენს და ხალხის პრეტენზიებს გამოეხმაურება. მე ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონის, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვაში და მოვითხოვ, ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხობას, რადგანაც მათ ზუსტად ამ ოდენობის თანხა დაკარგეს. 

ვანო მერაბიშვილმა,  ხელისუფლება ტრაქტორებთან დაკავშირებით არსებულ კორუფციაში კიდევ ერთხელ ამხილა. 

„ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ არ შეიძლებოდა შევარდნაძის კადრების უკან დაბრუნება, რადგან ისინი ფულის მოპარვას, დაშინებას, შანტაჟს არ მოეშვებოდნენ", - დასძინა მერაბიშვილმა.

0

ავტორი: