13:22:57     09-05-2013
„ნაციონალების“ საპრეზიდენტო პრაიმერში გიორგი ვაშაძე ვერ მოხვდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი ვაშაზე ასაკის გამო ვერ დასახელდება.
ამის შესახებ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვაშაძე: საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას ვერ მივიღებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასაკი არ მიწყობს ხელს. რაც შეეხება პრაიმერის ზუსტ რიცხვს, ის მიმდინარე თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. პრაიმერი აუცილებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება. მოსახლეობას საინტერესო და დახუნძლულ საარჩევნო კამპანიას შევთავაზებთ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში, ხუთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე იქნებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აუცილებლად გამოცდილი და პროფესიონალი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც საქართველოში დღეს არსებული პრობლემების გადაჭრაში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ქვეყანაში უმუშევრობაა და ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ, ჩვენი კანდიდატი კი იმ არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის დამარცხებას შეეცდება“,- აღნიშნა ვაშაძემ.
0