11:44:39     09-05-2013
რუსეთმა მოითხოვა, საქართველოს მთავრობამ შეასრულა...

მთავრობამ, რიჩარდ ლუგარის ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინა, თუმცა ამის შესახებ გუშინ თავად ცენტრში, ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის სტუმრობისას არაფერი უთქვამთ.
რა გახდა ცენტრის ლიკვიდაციის მიზეზი, უცნობია. ცნობილია ის, რომ მის დახურვას, რუსეთი გახსნის დღიდან მოითხოვდა. ბოლო განცხადება ამის შესახებ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, ცხინვალში ცოტა ხნის წინ ყოფნისას გააკეთა, როცა განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც რუსეთის სამხრეთს მოედო, საქართველოდან შევიდა.
გენადი ონიშენკო, სწორედ საქართველოში არსებულ ლაბორატორიაზე საუბრობდა, სადაც მისი თქმით კვლევებს ბაქტერიოლოგები ატარებენ.
„ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელიც ერთ დროს საქართველოს ეკუთვნოდა და სადაც ჭირის ლაბორატორიული კვლევები ტარდებოდა, იმ ხელმძღვანელების გარდა, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, ყველა სხვა თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო უწყების სპეციალისტია. ოღონდ, ცხადია, ისინი მეზღვაურები კი არა, ბაქტერიოლოგები არიან“ - თქვა მან.
ლუგარის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ, მთავრობას საჯაროდ არ განუცხადებია. საქართველოს მთავრობის N422-ე განკარგულებაში კი წერია, რომ:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია მოხდება და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.
0