კალაძის ზედაპირული განცხადებები და ივანიშვილის თავისმართლება კალაძის ზედაპირული განცხადებები და ივანიშვილის თავისმართლება />


  11:28:50     09-05-2013

კალაძის ზედაპირული განცხადებები და ივანიშვილის თავისმართლება

a24630.jpg

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს, პრემიერისგან მუჯლუგუნი არ ასცდება. საქმე ეხება ყოფილი ფეხბურთელის იმ განცხადებას, რომლის გამოც, ივანიშვილს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან თავის მართლება მოუწია. 

პრემიერი დღეს, მთელი დღეა აზერბაიჯანელებს არწმუნებს, რომ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, რუსეთიდან გაზის შესაძლო შესყიდვის თაობაზე, მხოლოდ ზოგადი განცხადება იყო. 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კალაძის ზოგად განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტმა  „ფრთები შეასხა". 

ბიძინა ივანიშვილი: კახი კალაძეს,  როდესაც დაუსვეს კითხვა, რომ ელექტროენერგიას ვყიდულობთ რუსეთისგან, მან ზოგადად თქვა, რომ რატომაც არა, სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ ყველასთან უნდა გავამყაროთ და გავაღრმავოთო. ეს ნათქვამი იყო საერთო ფრაზებით, ჩვენმა პრეზიდენტმა კი სხვა დონეზე ასწია, მან მოახერხა ფრთები შეესხა ამ ფრაზებისათვის. არადა, ზოგადად იქნა ყველაფერი ნათქვამი. სამწუხაროდ,  გაზის ყიდვა უფრო იაფად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით აზერბაიჯანის მთავრობას. 

შეგახსენებთ, რომ კალაძის უპასიხისმგებლო განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმავე დღეს აზერბაიჯანიდან გამოეხმაურა და პრემიერისგან ამ თემაზე ამომწურავი პასუხის მიღება მოითხოვა. 

 „რუსეთიდან მცირე ოდენობის გაზი სულ შემოდიოდა, თუმცა რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა, ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამეტური გადახედვაა. ბოლო წლებში,  საქართველოს ერთერთი მთავარი მიღწევაა, რომ ჩვენ გავხდით რუსეთიდან ენერგოდამოუკიდებლები“,- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 

ელექტროენრტგიის სკანდალი არ არის ერთადერთი ზოგადი და დაუფიქრებელი ნაბიჯი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გადადგა.   

ლიტვაში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ელჩის მიერ, მთიანი ყარაბაღის თემაზე დასმული კითხვის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია  ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება, მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდაა შესაძლებელი.  ეს განცხადება,  სომხურ პრესაში მწავავე გამოხმაურების მიზეზი გახდა.

0

ავტორი: