კანდელაკი: საქართველო-რუსეთის ომის საკითხი  მინისტერიალის დღის წესრიგიდან ამოიღეს კანდელაკი: საქართველო-რუსეთის ომის საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგიდან ამოიღეს />


  16:24:44     08-05-2013

კანდელაკი: საქართველო-რუსეთის ომის საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგიდან ამოიღეს

a24622.jpg

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის ომის საკითხი  ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგიდან ამოიღეს. 

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში ივანიშვილის გამოსვლას უკავშირებს. 

გიორგი კამდელაკი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ივანიშვილის კაპიტულანტური, საკუთარი ქვეყნის მაგინებელი და თავხედი რუსი დეპუტატებისთვის რბილად რომ ვთქვათ გუნდრუკის მკმეველი გამოსვლის პირველი შედეგიც დადგა: საქართველო-რუსეთის ომის საკითხი ამოღებულია ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგიდან. უწინ ეს საკითხი ყოველთვის იდგა და რუსეთს ყოველთვის უფიქსირდებოდა ვალდებულებების შეუსრულებლობა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა რუსეთის გააქტიურებულმა დელეგაციამ იგივე არ დამართოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, რომელთა დიდი ბატალიების და ბრძოლების შედეგად დაფიქსირებული მოთხოვნები:

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევა;

ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა და დევნილთა დაბრუნება

საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის შემუშავება

EUMM-ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვება და

6 პუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების სრულად განხორციელება

საქართველოს დეოკუპაციის ქვაკუთხედს და ლეგიტიმაციის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის. 

„ვისაც სურს უმრავლესობიდან შემოერთება ამ ბრძოლაში - უარს არ ვეტყვით. ვინც განზე გადგება, აირჩევს თვითლუსტრირების დაჩქარებულ გზას. სხვათა შორის სწორედ ახლა მოსკოვმა ხელახლა დაიწყო "ჩალიჩი" აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების მოსაპოვებლად, მაგალითად ლათინურ ამერიკაში. როგორ უნდა აღუდგნენ ამ მცდელობებს წინ მაგალითად ჩვენი ელჩები?“,- აღნიშნავს კანდელაკი.

0

ავტორი: