პრეზიდენტობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე არ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე არ იქნება />


  14:46:37     08-05-2013

პრეზიდენტობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე არ იქნება

a24620.jpg

„საპრეზიდენტო კანდიდატი არც ვახტანგ ხმალაძე იქნება და არც რომელიმე „რესპუბლიკური პარტიის”  წევრი”,- ამის შესახებ,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციით მიიღებენ.  დავით უსუფაშვილი: კანდიდატები,  რესპუბლიკურ პარტიას არ გვეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ხმალაძეზე განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ხმალაძე არ ქცეულა და არც იქცევა ჩვენი პარტიის კანდიდატად. ამ კონკრეტულ საკითხში, ჩვენ ვართ მთლიანად კოალიციურ რეჟიმში. 

„რესპუბლიკელები" მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთიანი პოზიციით. თუ ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამ საკითხზე, კოალიციის პოლიტ–საბჭო, უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

0

ავტორი: