ხუხაშვილის მსხვერპლი სარეკლამო კომპანია ხუხაშვილის მსხვერპლი სარეკლამო კომპანია />


  20:17:54     07-05-2013

ხუხაშვილის მსხვერპლი სარეკლამო კომპანია

a24609.jpg

გია ხუხაშვილი ისევ სკანდალში ეხვევა.  საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი  გია ხუხაშვილი  სარეკლამო კომპანია „Outdoor.ge“-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმებას ცდილობს.

 ნადირაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ზეწოლა, რომ მილიარდერ დავით იაკობაშვილის მფლობელობაში არსებული სარეკლამო კომპანია „Outdoor.ge“, რუსული კომპანია „ნიკოლო ემის" მფლობელ  გიორგი ღამბაშიძეზე გადაფორმდეს".

ამჯერად გია ხუხაშვილის მსხვერპლი გახლავთ სარეკლამო კომპანია Outdoor.ge. ბოლო დღეების განმავლობაში, მიმდინარეობს აქტიური ზეწოლა, რომ ეს სარეკლამო კომპანია, რომელიც მილიარდერ დავით იაკობაშვილის მფლობელობაშია, ვინმე გიორგი ღამბაშიძეზე გადაფორმდეს.

  ეს უკანასკნელი რუსული კომპანიანიკოლო ემის" მფლობელია, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოში, მონაწილეობდა სხვადასხვა საარჩევნო კამპანიებში, უფრო ინტენსიურადედუარდ შევარდნაძის დროს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში. რამდენიმე თვის წინ, გია ხუხაშვილის დავალებით, გიორგი ღამბაშიძე არაოფიციალურად ჩასვეს Outdoor.ge–ში.

 ახლა უკვე მიდის ზეწოლა, რომ ეს კომპანია მთლიანად გადავიდეს ღამბაშიძის საკუთრებაში," – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა",  აღნიშნულ საკითხს  მომავალშიც დააკვირდება და  მოვლენების მონიტორინგს მოახდენს.

  0

ავტორი: