15:30:02     07-05-2013
და მაინც, ვინ არის ხუხაშვილი?!

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, გია ხუხაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ივანიშვილის კარის ექსპერტი დიდ პოლიტიკურ
გარიგებებშიც ამხილეს. ხუხაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფირების
გავრცელებაში, ბიზნეს მონოპოლიებში და სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარებვაში
აქტიურად ადანაშაულებენ.
აქტიურობენ, სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. რამოდენიმე დღეა, „ფეისბუქში“ გია ხუხაშვილის იუმორისტული სურათები განთავსდა.
მეტიც პირადად ხუხაშვლისთვის ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრა გოგა ხაჩიძემ ქართული ზღაპარი „კომბლე“ შეცვალა.
„ყოველთვის არსებობდა ნახევრად რიტორიკული შეკითხვები - ვინ არის მეოთხე, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან... დღეს, ყველაზე აქტუალური კითხვაა - ვინ არის ხუხაშვილი. ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული. არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეცვლილია, მისი რჩევის მოსმენა სავალდებულო გახდა. თუ არ მოუსმენ, შეიძლება ეს საფრთხის შემცველიც იყოს. იგი პრემიერის ფავორიტია. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბიზნესმენებმა მასთან აღსარებებზე სიარული დაიწყეს.
იგი ბიზნესკომბლესავით იჯდა პიქსელის შენობაში, მიდიოდნენ ბიზნესმენები, თუ ვინმეს ჩიჩია აღმოაჩნდებოდა, შესაბამისად ექცეოდა. გვახსოვს, ალბათ, მისი განცხადება, რომ რამდენიმე თბილისელი ბიჭი შეიკრიბება და გადაწყვეტენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
ამის მერე რკინიგზის დეპარტამენტში აღმოჩნდა მრჩევლად. საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად დანიშვნა კი, მისი სრული გაბრწყინება იქნება. ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე ჭიანჭველას ვერ გაუვლია ხუხაშვილის გარეშე. ხომ არ არის დრო, რომ სასკოლო პროგრამაში შევიტანოთ ხუხაშვილი, როგორც სწავლება ერთგვარი. ველოდები, რომ კარზე ზარი გაისმება. კარს რომ გავაღებ, დამხვდენიან საეჭვო გარეგნობის ადამიანები და მკითხავენ - გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე. მე შემოვიპატიჟებ სახლში, რომ ყველამ გაიგოს, ვინ არის ხუხაშვილი“,- აღნიშნა პარლამენტის სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გოგა ხაჩიძემ.
0