პრემიერის თხოვნით, ხუხაშვილი ოთხ ბიზნესმენს "დახმარებია" პრემიერის თხოვნით, ხუხაშვილი ოთხ ბიზნესმენს "დახმარებია" /> "/> " />


  13:37:43     06-05-2013

პრემიერის თხოვნით, ხუხაშვილი ოთხ ბიზნესმენს "დახმარებია"

a24581.jpg

"მე არ ვარ თვი­თონ უჭ­კუო. საკ­მა­ოდ კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვარ და თვი­თონ ვა­ხერ­ხებ ყვე­ლა­ფერს" - განუცხადა ივანიშვილმა "გურია ნიუსს".

"ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს ჩემს გუნ­დში. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენ, მე მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერ-­მი­ნის­ტრად და ლო­ბი­რე­ბას და­ვიწ­ყებ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის?! ჩე­მი გუნ­დის წევ­რე­ბი ამას გა­ბე­და­ვენ?! ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. 

გია ხუ­ხაშ­ვილს მე და­ვა­ვა­ლე, რაც რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან იყო და­სა­ლა­გე­ბე­ლი, ვინც სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს მო­ვაგ­ვა­რეთ, და­ვა­რე­გუ­ლი­რეთ. სამ-ოთხ ბიზ­ნეს­მენ­თან იყო ყვე­ლა­ფე­რი და გა­და­ვე­ცით რკი­ნიგ­ზას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია. 

ის, რომ ბიზ­ნესს ეძახ­დნენ და ამ დროს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა იყო, ეს მო­ვაგ­ვა­რეთ და ამა­ში გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა. ამის­თვის მი­სი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, გა­მო­რიც­ხუ­ლია, რომ რა­ი­მე იკად­როს და მე­რე, მეც არ გა­ვა­ჩე­რებ ასეთს ჩემ გვერ­დით", - გა­ნაც­ხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა გია ხუხაშვილზე საუბრისას. 

მისი თქმით,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც გააცნობიერეს და დაიღალნენ იმ იდეოლოგიით, რასაც ისინი საზოგადოებას თავს ახვევდნენ. "ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა საზოგადოებასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რადგან ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან - ჩვენ უნდა დავძლიოთ სიდუხჭირე. ეკონომიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი და ყველაზე მეტი სანერვიულო. დემოკრატული პროცესები აუცილებლად განვითარდება, აი, ეკონომიკაა ძირითადი საზრუნავი. ქვეყანასაც გავაერთიანებთ, რა თქმა უნდა, დროში, რამდენიმე წელიწადში, ამას თვეები არ ეყოფა",- განაცხადა ივანიშვილმა.

0

ავტორი: